ფეხბურთი

22:51 | 14.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას გარეშე: "ნაპოლის" ქამბექი "უდინეზესთან"

იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში „ნაპოლიმ“ „უდინეზე“ დაამარცხა, რის შედეგადაც ორმატჩიანი წაგებების სერია („ლაციოსთან“, თასზე და სერია A-ში) შეწყვიტა.

ანტონიო კონტეს გუნდმა ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ითამაშა, რომელსაც ტრავმა აქვს და გუნდს ვერ დაეხმარა.

„ნაპოლი“ 22-ე წუთზე ჩამორჩა ანგარიშში, როდესაც ფლორენ ტოვინმა გახსნა ანგარიში, რომელმაც თავისსავე გაცუდებული პენალტის შემდეგ დამატებაზე ზუსტად ითამაშა. ნეაპოლელებმა პირველი ტაიმი დათმეს, მაგრამ მეორე ნახევარში უდინელებმა მეტოქის შეჩერება ვერ მოახერხეს.

50-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ გაათანაბრა ანგარიში. 76-ე წუთზე კი, „ნაპოლი“ დავიდ ნერეშის დიდებული თამაშის წყალობით დაწინაურდა. ბრაზილიელმა, რომელმაც კვარაცხელიას ნაცვლად ითამაშა, სლალომით „უდინეზეს“ დაცვა დაშალა, რაც ლაუტარო ჯანეტის ავტოგოლით დასრულდა. 5 წუთის შემდეგ, ინტრიგა, რომელიც მეორე ტაიმში თამაშის სცენარიდან გამომდინარე არც ყოფილა, ფრანკ-ანდრე ზამბო ანგისამ მოკლა - 1:3.

„ნაპოლის“ 16 ტურის შემდეგ 35 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ლიდერ „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი, 21 დეკემბერს, „ჯენოას“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.117974