ფეხბურთი

21:17 | 14.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

კაცნაკლულმა „ლივერპულმა“ შინ „ფულემს“ ვერ აჯობა

ინგლისის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ლივერპული“ და „ფულემი“ დაუპირისპირდნენ, ფრედ - 2:2 დასრულდა.

მატჩის მე-11 წუთზე „ფულემის“ ნახევარმცველმა ანდრეას პერეირამ გახსნა ანგარიში. მე-17 წუთზე მერსისაიდელთა მცველმა ენდრიუ რობერტსონმა წითელი ბარათი მიიღო. თუმცა კაცნაკლულმა მერსისაიდელებმა მაინც შეძლეს გათანაბრება. მეორე ტაიმის დასაწყისში კოდი გაკპომ წონასწორობა აღადგინა. 76-ე წუთზე, თავდამსხმელმა როდრიგო მუნიზმა ლონდონური კლუბი ისევ წინ დააყენა. 86-ე წუთზე კი მასპინძელთა თავდამსხმელმა დიოგუ ჟოტამ ანგარიში ისევ გაათანაბრა.

„არსენალმა“ შინ „ევერტონს“ ვერ აჯობა (0:0).

„ლივერპული“ პრემიერლიგის ცხრილში კვლავ პირველ ადგილზეა. გუნდმა 15 მატჩში 36 ქულა მოაგროვა და ხუთი პუნქტით უსწრებს უშუალო მდევარ „ჩელსის.“ თანაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს.

ინგლისი. პრემიერლიგა. მე-16 ტური. 14 დეკემბერი: არსენალი - ევერტონი 0:0, ლივერპული - ფულემი 2:2, ნიუკასლი - ლესტერი 4:0, ვულვერჰემპტონი - იფსვიჩი 1:2, ნოტინგემ ფორესტი - ასტონ ვილა მოგვიანებით გაიმართება

0.109625