ფეხბურთი

19:50 | 14.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპე სეზონის საუკეთესო ფრანგ ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს

მადრიდის „რეალის“ შემტევი კილიან მბაპე სეზონის საუკეთესო ფრანგ ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს. 25 წლის თავდამსხმელმა ეს ჯილდო გასულ სეზონშიც მიიღო - გვამცნობს France Football.

გამოკითხვაში მეორე ადგილი „არსენალის“ ცენტრალურმა მცველმა უილიამ სალიბამ დაიკავა. საუკეთესო სამეულში „მილანის“ მეკარე მიკ მენიანიც მოხვდა.

25 წლის თავდამსხმელმა ეს ჯილდო ჯამში ოთხჯერ მოიგო.

გასულ სეზონში მბაპე პსჟ-ში თამაშობდა. მან ყველა ტურნირზე 48 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 44 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114108