„ვალენსიადან“ მთავარი მწვრთნელი რუბენ ბარახა შეიძლება დაითხოვონ. ამის შესახებ Marca იტყობინება.
ესპანური გაზეთის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა მწვრთნელის მუშაობით, მაგრამ ჯერ არ მიუღიათ საბოლოო გადაწყვეტილება - არ არის გამორიცხული ბარახას შანსი წლის ბოლომდე მისცენ, კერძოდ, მომდევნო ორ მატჩში „ესპანიოლისა“ და „ალავესის“ წინააღმდეგ.
„ვალენსიას“ 15 მატჩში მხოლოდ 10 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-20 ადგილზეა.