პრემიერლიგაში ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი გახდა. ეგვიპტელმა შემტევმა გასულ თვეში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.
შედეგად, მომ კონკურენტებს აჯობა და თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. საუკეთესო მწვრთნელად არნე სლოტი დასახელდა. „წითლებმა“ პრემიერლიგაში სამიდან სამი მატჩი მოიგეს, ხოლო სლოტი პირველად დასახელდა პრემიერლიგაში თვის საუკეთესო მწვრთნელად.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ პრემიერლიგაში ლიდერია, 4 ქულით უსწრებს „ჩელსის“ და თანაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.