გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელი იუსუფ გაზიბეგოვიჩი კარიერას „კიოლნში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
24 წლის ბოსნიელი „თხებს“ 2025 წლის 1-ლი იანვრიდან შეუერთდება. „კიოლნს“ ეს ტრანსფერი 1.8 მილიონი ევრო დაუჯდა.
იუსუფ გაზიბეგოვიჩი „შტურმში“ 2022 წლიდან თამაშობდა, მიმდინარე სეზონში კი, ჩატარებულ 22 მატჩში თითო გოლით და საგოლე პასით გამოირჩა.