„ვალენსიას“ კრიზისს დასასრული არ უჩანს და მორიგი მარცხი განიცადა, ამჯერად, ბოლოადგილოსან „ვალიადოლიდთან“ და ახლა უკვე, თვითონ დაქვეითდა ბოლო საფეხურზე.
რუბენ ბარახას გუნდს კატასტროფული სეზონი აქვს, „ვალიადოლიდთან“ კი, 0:1 წააგო. გიორგი მამარდაშვილი ტრავმირებულია და არ უთამაშია, ის სტოლე დიმიტრიევსკიმ შეცვალა.
„ვალენსია“ 10 ქულით ბოლო ადგილზეა, თუმცა, ორი მატჩი გამოტოვებული აქვს, რომელიც ვალენსიაში მომხდარი სტიქიის გამო გადაიდო. „ღამურები“ მომდევნო ტურში 18 დეკემბერს, სტუმრად „ესპანიოლს“ შეხვდებიან.