კალათბურთი

11:00 | 14.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 13 ქულა ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესაში მეექვსე ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა, რომელშიც გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სტუმრად „ვალენსიასთან“ 81:96 დამარცხდა.

კანარიელებმა პირველი პერიოდი 8 ქულით მოიგეს, მაგრამ შემდეგ მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და საბოლოოდ, სოლიდური სხვაობით წააგეს.

შერმადინმა 21 წუთში 12 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 4 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, შესაბამისად, 100%-იანი სიზუსტით ისროდა.

„ტენერიფე“ 7 მოგებით და 3 წაგებით ლიგა ენდესაში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 15 დეკემბერს, სტუმრად „ჟუენტუტ ბადალონასთან“ გამართავს.

0.12192