ფეხბურთი

22:10 | 13.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა კოსოვო დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდი გამარჯვებით დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა, თბილისი არენაზე, კოსოვოს ნაკრები 3:1 დაამარცხა.

სტუმართა მხრიდან მე-11 წუთზე გატანილ გოლს, საქართველოს ნაკრებმა გიორგი ღავთაძის დუბლით და არჩილ სებისკვერაძის ეფექტური გოლით უპასუხა.

მატჩის შესვენებისას, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, არჩილ სებისკვერაძეს ეროვნულ გუნდში ჩატარებული 100 მატჩის აღსანიშნავად, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა სამახსოვრო მაისური გადასცა.

მეინ რაუნდის მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 18 დეკემბერს, 00:15 საათზე დაიწყება.

0.126723