ფეხბურთი

14:11 | 13.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

არდა გიულერი ზამთარში „რეალს“ დატოვებს

მადრიდის „რეალის“ 19 წლის ფეხბურთელი არდა გიულერი, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბს დატოვებს და განათხოვრების წესით კარიერას გერმანიაში გააგრძელებს.

როგორც ცნობილი ხდება, ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირებით „ლევერკუზენია“ დაინტერესებული.აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მისი თქმით თავად გიულერს წასვლა არ უნდა და კმაყოფილია იმ სათამაშო დროით, რასაც კარლო ანჩელოტი აძლევს. მიუხედავად ამ ყველაფრისა მადრიდელებმა ფეხბურთელის განათხოვრება გადაწყვიტეს და „ლევერკუზენთან“ მოლაპარაკების გამართვას უახლოეს პერიოდში გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ არდა გიულერი მადრიდის „რეალს“ 2023 წელს შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზეც „რეალის“ მაისურით 18 შეხვედრაში ითამაშა და 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.120853