მანჩესტერ „იუნაიტედმა“ წლის პირველი ტრანსფერი განახორციელა, ინგლისელებმა 17 წლის პარაგვაელ მარცხენა მცველთან დიეგო ლეონთან, შეთანხმებას მიაღწიეს და ფეხბურთელი კლუბს 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება.
აღნიშნულ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მისი თქმით „წითელი ეშმაკები“ ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ პარაგვაულ კლუბს 4 მილიონთან ერთად დამატებით ბონუსების სახით 1 მილიონს გადაუხდის. როგორც რომანო იუწყება დიეგო ლეონი 2025 წლის ზაფხულამდე თამაშს სამშობლოში გააგრძელებს და „მანჩესტერს“ ზაფხულში შეუერთდება.
დიეგო ლეონს მიმდინარე ჩემპიონატში „პორტენოს“ მაისურით 19 შეხვედრაში ითამაშა და მის ანგარიშზე 2 გატანილი გოლია.