ფეხბურთი

12:22 | 13.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილია რა თანხის სანაცვლოდ შეელევა „მანჩესტერი“ მარკუს რაშფორდს

27 წლის ინგლისელი ფეხბურთელი მარკუს რაშფორდი დიდი ალბათობით მანჩესტერ „იუნაიტედს“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დატოვებს.

„წითელი ეშმაკების“ მესვეურებს მისი გაყიდვა რაც შეიძლება მალე სურთ და მზად არიან მარკუს რაშფორდს 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიონ. როგორც ცნობილი ხდება მანჩესტერში ინგლისელის გაყიდვა მისი დიდ ხელფასის და ცხოვრების სტილის გამო გადაწყვიტეს.მათი თქმით ეს ყველაფერი რაშფორდის სატამაშო ფორმაზე დიდ გავლენას ახდენს.

მას შემდეგ, რაც "იუნაიტედმა" ინგლისელი ფეხბურთელის გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა, მის მიმართ ინტერესი „პსჟს“, „ბარსელონას“ და „ბაიერნს“ გაუჩნდათ.

მარკუსი „მანჩესტერის“ აღზრდილია, მას კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.

0.116667