კარლო ანჩელოტი შესაძლოა, მომდევნო სეზონიდან სამშობლოში დაბრუნდეს და „რომას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს.
„ჯალოროსი“ მწვრთნელს უკვე ეძებს, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულებამდე დიდი დროა დარჩენილი. Sky Sport-ის ცნობით, ერთ-ერთი კანდიდატი ანჩელოტია, რომელიც „რომას“ ძალიან კარგად იცნობს, რადგან 1979-1987 წლებში „რომას“ შემადგენლობაში თამაშობდა.
ანჩელოტის გარდა, რომაელებს მასიმილიანო ალეგრის და ვინჩენცო მონტელას უკავშირებენ.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო დროს „რეალიდან“ ანჩელოტის შესაძლო წასვლაზე ხშირად საუბრობენ და დიდი შანსია, რომ „სამეფო კლუბში“ ის ბოლო სეზონს ატარებდეს.