სხვა

20:36 | 12.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

რეზი დავითაძის ვერცხლის მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე

ბაჰრეინში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით რევაზ დავითაძემ (96 კგ.) წარმატებით იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 171 / 175 / 177 კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო აკვრაში დაძლეული 200 / 206 / 210 კილოგრამით მე-6 ადგილი დაიკავა.

თუმცა, ორჭიდში მოგროვილი 387 კილოგრამით ვერცხლის მედლის მფლობელი და შესაბამისად, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

0.117835