ფეხბურთი

20:01 | 12.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"თელავმა" "რუსთავი" პირველ მატჩში დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის პლეი-აუტში „თელავმა“ „რუსთავს“ უმასპინძლა, რომელიც 2:1 დაამარცხა.

სტუმრები 22-ე წუთზე ბილი ჯიბრილის გაძევების შედეგად მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, რითაც „თელავმა“ ისარგებლა.

45-ე წუტზე დაჩი ცნობილაძემ გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე დეიან გეორგიევიჩმა სხვაობა ორამდე გაზარდა. რუსთაველებმა მატჩის მიწურულს ვარლამ კილასონიას გოლით სხვაობა შეამცირეს და საპასუხო მატჩის წინ შანსი შეინარჩუნეს.

16 დეკემბერს, „რუსთავი“ „თელავს“ უმასპინძლებს, ხოლო „გაგრა“ „სიონს“, რომელიც დღეს დაზავდნენ (1:1).

„თელავი“ – „რუსთავი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ცნობილაძე (45), 2:0 გეორგიევიჩი (60), 2:1 კილასონია (83, პენ)

0.131103