მადრიდის „რეალს“ კილიან მბაპე გამოაკლდა. ფრანგმა ნახევარმცველმა დაზიანება „ატალანტასთან“ შეხვედრაში მიიღო, რაც სამედიცინო შემოწმებამაც დაადასტურა.
როგორც ესპანური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, მბაპეს ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული. ჯერჯერობით უცნობია, რა პერიოდით მოუწევს უქმობა, ეს სარეაბილიტაციო პერიოდში ტრავმის ევოლუციაზე იქნება დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ მიმდინარე სეზონში „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლის გატანა მოახერხა.