„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ განაცხადა, რომ „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ ტრავმის გამო გიორგი მამარდაშვილი ვერ ითამაშებს.
ესპანელის თქმით, მას წუწუნი არ უყვარს და სტოლე დიმიტრიევსკის ენდობა:
„საბაბის ძებნა და წუწუნი ჩემი სტილი არ არის. მამარდაშვილი ვერ ითამაშებს, მაგრამ დიმიტრიევსკი შეცვლის. მას ხვალ ექნება შანსი, რომელიც დაიმსახურა, რადგან ამ მომენტისთვის ბევრი იმუშავა“, - თქვა ბარახამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს სავარაუდოდ მიმდინარე წელს დარჩენილი სამივე მატჩი გაუცდება „ვალიადოლიდის“, „ესპანიოლის“ და „ალავესის“ წინააღმდეგ.