გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლის და „ლილთან“ მატჩის (2:3) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, სამწუხაროა, რომ მაინც წააგეს, მიუხედავად იმისა, რომ ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს.
„სამწუხაროა, რომ სახლში უქულოდ ვბრუნდებით, რადგან ძალიან რთული მატჩის შემობრუნება შევძელით, 0:2-დან დავბრუნდით და კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ძლიერი მენტალიტეტი, თუმცა სამწუხაროდ ეს საკმარისი არ გამოდგა ქულის მოსაპოვებლად. ახლა პაუზა დაიწყო, უნდა დავისვენოთ და ენერგია აღვიდგინოთ, რადგან ძალიან ინტენსიური 3 თვე იყო და უფრო ძლიერები უნდა დავბრუნდეთ“, - თქვა კიტეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში „შტურმის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა.
„შტურმი“ ჩემპიონთა ლიგაზე 3 ქულით 29-ე ადგილზეა, მომდენო ტურში კი, 21 იანვარს, სტუმრად „ატალანტას“ დაუპირისპირდება