ფეხბურთი

14:55 | 12.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულის პლეი-ოფში „სიონი“ „გაგრას“ დაუზავდა

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პლეი-ოფის ორი მატჩი იმართება. ერთი უკვე დასრულდა. ბოლნისის „სიონმა“ „გაგრას“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.

ანგარიში 44-ე წუთზე მასპინძელმა თამაზ მაქაცარიამ გახსნა. საპასუხო ბურთი კი გაგრელთა კამერუნელმა სირილ ჩამბამ გაიტანა 83-ე წუთზე.

ბოლო წუთებში ბოლნისელები კაცნაკლულნი დარჩნენ. 92-ე წუთზე მსაჯმა გივი მუკბანიანს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მინდვრიდან დაითხოვა.

საპასუხო შეხვედრა 16 დეკემბერს გაიმართება თბილისში „დავით პეტრიაშვილზე“ და 13 საათზე დაიწყება

მეორე მატჩი მოგვიანებით ჩატარდება. „თელავი“ „რუსთავს“ უმასპინძლებს. თამაში „კავკასიონ არენაზე“ 18 საათზე დაიწყება.

თეგებისიონიგაგრა
0.114209