„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ლამინ იამალმა ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-6 ტურის მატჩში დორტმუნდის „ბორუსიასთან“ (3:2) გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.
„ძალიან კმაყოფილები ვართ თამაშით. ამ სტადიონზე სამი ქულის მოპოვება არ არის იოლი. ამისთვის ბევრი ვიშრომეთ და დაჯილდოვდით. „ბორუსიამ" ჩვენი ამოცანა ძალიან გაართულა და მონდომებით იბრძოდა.
ეს შედეგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წინ ორი ძალიან რთული ფინალური მატჩი გვაქვს „ბენფიკასთან“ და „ატალანტასთან“, - ციტირებს იამალის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. „ბორუსია“ - მეცხრეზე.