ფეხბურთი

13:38 | 12.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფერდინანდი „მანჩესტერ სიტიზე“: „გვარდიოლას გუნდი არასდროს ყოფილა ასეთი ცუდი“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, ახლა კი საფეხბურთო ექსპერტმა, რიო ფერდინანდმა „მანჩესტერ სიტის“ ბოლოდროინდელი ცუდი შედეგების შესახებ ისაუბრა. ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-6 ტურის მატჩში „ქალაქელები“ „იუვენტუსთან“ დამარცხდნენ.

„სიტი“ შესანიშნავი გუნდია, რომელმაც პრემიერლიგა ზედიზედ ოთხჯერ მოიგო. მათ აქვთ დიდი წარმატების ისტორია. მაგრამ პეპ გვარდიოლას გუნდი ასეთ ცუდ დღეში არ გვინახავს. მას ჯერ კიდევ ენდობიან, ამიტომ უნდა მოძებნოს გზა გასაძლიერებლად და თავდაჯერებულობის დასაბრუნებლად“, - ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს BBC.

„იუვენტუსისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩი 11 დეკემბერს გაიმართა და „იუვენტუსის“ გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. ამ დროისთვის „ბებერი ქალბატონი“ ლიგის საერთო ეტაპის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა. გუნდმა ექვს მატჩში 11 ქულა დააგროვა. „მანჩესტერ სიტი“ რვა ქულით 22-ზე.

0.117791