„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა გუნდთან დაკავშირებით თავის გეგმებზე ისაუბრა იმ ჭორების ფონზე, თითქოს კლუბი გეგმავს თავისი ფეხბურთელების ნახევარზე მეტის გაყიდვას ზამთრის და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრებისას.
„კარგი მოთამაშეები გვყავს სხვადასხვა ქვეყნებიდან და დრო გვჭირდება, რომ ჩვენი გზავნილი მივაწოდოთ მათ და მერე ვნახოთ. თუ გამარჯვებები არ იქნება, ფეხბურთელები და მწვრთნელი წავლენ. გუნდურად უნდა გავაუმჯობესოთ ვითარება, ბევრი რამ უნდა მოვახერხოთ კლუბში, სანამ ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვაზე ვიფიქრებთ. ბევრი რამ გვაქვს სამუშაო, ამიტომ მოდით, ფოკუსირება მოვახდინოთ ჩვენი ფეხბურთელების გაუმჯობესებაზე“, - ციტირებს ამორიმის სიტყვებს Goal.com.
შეგახსენებთ, რომ 15 თამაშის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.