ფრანგული პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-6 ტურის მატჩში, „ზალცბურგთან“ (3:0) მოგების შემდეგ პარიზელთა მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს მხარი დაუჭირა.
„ლუის ენრიკე ჩვენთან დარჩება. მასთან ერთად ვაშენებთ გრძელვადიან პროექტს, მან ეს იცის. ის ძალიან კარგი მწვრთნელია... ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი.
„ზალცბურგთან“ მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ის გადამწყვეტი გახლდათ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გასაგრძელებლად. კარგად ვითამაშეთ, გოლები გავიტანეთ და ეს მომავალში გუნდის დიდ ნდობას გაგვიორმაგებს“, - ციტირებს ალ-ხელაიფის სიტყვებს Marca.
ამ დროისთვის ლუის ენრიკეს შეგირდები ლიგის საერთო ჯგუფში 25-ე ადგილზე არიან, რაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის საშუალებას არ იძლევა. პარიზელებს ექვსი მატჩის შემდეგ შვიდი ქულა აქვთ.