ფეხბურთი

11:08 | 12.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტის“ პოზიციაზე ისაუბრა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში გუნდის პოზიციაზე ისაუბრა.

„ორი მატჩი გვაქვს დარჩენილი, ალბათ ერთი ქულა გვჭირდება. სამი გასვლითი თამაში მართლაც რთული იყო. თქვენ უნდა მიიღოთ იგი. ახლა მთავარია შევცვალოთ საქმისადმი დამოკიდებულება, არ დავივიწყოთ განვლილი პერიოდი, უფრო მეტად დავაფასოთ ის, რაც გავაკეთეთ წარსულში და დავკონკრეტდეთ რის გაკეთებას ვაპირებთ მომავალში“, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს BBC.

„მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში 8 ქულით 22-ე ადგილზეა. ბოლო მატჩში გუნდი „იუვენტუსთან“ დამარცხდა (0:2). ეს ჯამში, ბოლო 10 შეხვედრაში ყველა ტურნირზე „ქალაქელების“ მეშვიდე წაგება გახლდათ.

0.117072