ფეხბურთი

10:26 | 12.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

„სლოვანი,“ „იანგ ბოიზი“ და „ლაიფციგი“ ჩემპიონთა ლიგას ნაადრევად დაემშვიდობნენ

11 დეკემბერს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-6 ტურის მორიგი მატჩები, რის შედეგადაც მთავარ ევროტურნირს ნაადრევად გამოეთიშა კიდევ ორი ​​გუნდი.

ამრიგად, გურამ კაშიას ბრატისლავის „სლოვანმა, რომელიც მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა (1:3), ექვსი მატჩის შემდეგ ვერცერთი ქულა დააგროვა და 35-ე ადგილზეა და 24-ში მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა.

გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლას ასევე ვერ შეძლებს შვეიცარიული „იანგ ბოიზიც“, რომელმაც „შტუტგარტთან“ მატჩში გამანადგურებელი მარცხი (1:5) განიცადა. „იანგ ბოიზი“ დამატებითი მაჩვენებლებით „სლოვანს“ ჩამორჩება ბოლო, 36-ე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე „ლაიფციგი“ გახდა პირველი გუნდი, რომელიც ტურნირის ახალი ფორმატით ჩემპიონთა ლიგს გამოეთიშა.

0.132135