ფეხბურთი

21:17 | 11.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი გაძვირდა, მიქაუტაძე - გაიაფდა

ცნობილმა პორტალმა Transfermarkt-მა საფრანგეთის ლიგა 1-ში მოთამაშე ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა.

„სენტ ეტიენის“ შემტევი ზურიკო დავითაშვილი 3 მილიონი ევროთი გაძვირდა და თუ აქამდე 5 მილიონად იყო შეფასებული, ახლა 8 მილიონ ევროდ ფასობს. ზურიკოს ღირებულება კარიერაში ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა.

დავითაშვილი „სენტ ეტიენის“ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, საქართველოში მეოთხეა ხვიჩა კვარაცხელიას (80 მილიონი), გიორგი მამარდაშვილის (45 მილიონი) და გიორგი მიქაუტაძის (18 მილიონი) შემდეგ, ლიგა 1-ში 131-ე ადგილზეა, მარჯვენა გარემარბებში 129-ე, 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელებში 131-ე, ხოლო მსოფლიოში 1289-ე.

ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ში ჩატარებულ 14 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 2-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა.

სამაგიეროდ, გაიაფდა გიორგი მიქაუტაძის ღირებულება. „ლიონის“ ფორვარდი აქამდე 20 მილიონად იყო შეფასებული, ახლა კი, 18 მილიონ ევროდ.

მიქაუტაძე მესამეა საქართველოში ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მამარდაშვილის შემდეგ, ასევე მესამეა „ლიონში“ რაიან შერკისა და მალიკ ფოფანას შემდეგ, 78-ე ფორვარდებში, 64-ე 2000 წელს დაბადებულ ფეხბურთელებში, 49-ე ლიგა 1-ში და 569-ე მსოფლიოში.

გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 18 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ კი, საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა.

0.099715