ფეხბურთი

20:40 | 11.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ 2030 და 2034 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლები ოფიციალურად დაასახელა

ფიფამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 2030 წელს ესპანეთში, პორტუგალიასა და მაროკოში გაიმართება, ხოლო 2034 წელს - საუდის არაბეთში.

აღსანიშნავია, რომ 2030 წლის მუნდიალის საწყისი 3 მატჩი სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ჩატარდება, სიმბოლურად, მსოფლიოს ჩემპიონატის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, 1930 წელს, პირველი მუნდიალი ურუგვაიში გაიმართება.

ამიტომაც, 2030 წლის მუნდიალის გახსნით მატჩს მონტევიდეო უმასპინძლებს, სტადიონი „სენტენარიო“. ერთი შეხვედრა არგენტინაში ჩატარდება, რადგან არგენტინა 1930 წლის მუნდიალის ფინალისტია, ხოლო ერთი მატჩიც პარაგვაიში, რადგან კონმებოლის ოფისი პარაგვაიში მდებარეობს და 1930 წელს პირველი და ერთადერთი კონფედერაცია იყო, რომელიც არსებობდა. საწყისი სამი შეხვედრის შემდეგ ტურნირი ესპანეთში, პორტუგალიასა და მაროკოში გაიმართება.

2034 წლის მუნდიალი საუდის არაბეთში გაიმართება, რაც აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ ახლა, ფიფამ ოფიციალურად დაადასტურა. საუდის არაბეთის 5 ქალაქი და 15 სტადიონი უმასპინძლებს მსოფლიოს ჩემპიონატს, საიდანაც 11 სტადიონი სრულიად ახალი იქნება და სპეციალურად მუნდიალისთვის აშენდება.

აღსანიშნავია, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი საუდის არაბეთში მსოფლიოს ჩემპიონატი ზაფხულში გაიმართება თუ ზამთარში, რა პრეცედენტიც უკვე იყო 2022 წელს, კატარის მუნდიალზე. როგორც ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ აღნიშნა, ყველა შესაძლებლობისთვის მზად არიან.

0.11437