იტალიელმა კომენტატორმა მაურიციო კომპანიონიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ მარცხენა მცველისგან ნაკლები დახმარება აქვს.
კომპანიონის აზრით, კვარას მარიო რუი უფრო მეტად ეხმარებოდა, ვიდრე ახლა მატიას ოლივერა, რომელიც უფრო დაცვითი ფეხბურთელია და შეტევაში კარგად ვერ ერთვება.
„ნაპოლის“ ახლა ორი პრობლემა აქვს: პირველი ის, რომ კვარაცხელიას ფლანგზე მცირე დახმარება აქვს. ჩემი აზრით, ქართველს მარიო რუი აკლია, მატიას ოლივერა მას შეტევის ფაზაში ნაკლებად ეხმარება. მეორე პრობლემა ლუკაკუს მდგომარეობაა, ისეთი ფეხბურთელი არ არის, როგორსაც ვიცნობთ“, - თქვა კომპანიონიმ.