„ნაპოლი“ და ხვიჩა კვარაცხელია კონტრაქტის განახლებასთან ახლოს არიან. ამის შესახებ იტალიური გაზეთი Corriere Dello Sport-ი წერს.
წყაროს თანახმად, ჯერ კიდევ დარჩა მცირე დეტალები, რომლებიც შესათანხმებელია, მაგრამ მხარეები შეთანხმების მიღწევასთან ახლოს და მოლაპარაკებების დასკვნით ფაზაში არიან. გამოცემა დეტალების შესახებ არ იტყობინება.
თუმცა, ცნობილია, რომ „ნაპოლი“ კვარაცხელიას 2029 წლამდე კონტრაქტის განახლებას და სეზონში ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს სთავაზობს. სავარაუდოდ, ახალ კონტრაქტში მითითებული იქნება გამოსასყიდი ფასიც.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.