ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა ჰონ-მინ სონმა, შესაძლოა საფეხბურთო კარიერა თურქეთში გააგრძელოს. მისი გადაბირებით „გალათასარაია“ დაინტერესებული.
როგორც თურქულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია „გალათასარაის“ მესვეურებს სამხრეთკორეელი ფეხბურთელის დამატება 2025 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით სურთ და მის გადასაბირებლად მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
შეგახსენებთ, რომ სონს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით კი არანაირი სიახლე არაა. სონი „დეზების“ რიგებს 2015 წლის ზაფხულში შეუერთდა, მან მიმდინარე პრემიერ ლიგის გათამაშებაში 12 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 4-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.