UFC-ის მსუბუქი წონის მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ სოციალური ქსელი X-ის საშუალებით რაფაელ ფიზიევი გამოიწვია.
ქართველ ვიკინგს ბრძოლის გამართვა 1 თებერვალს საუდის არაბეთში სურს.
„როგორც ვიცი ფიზიევს მოწინააღმდეგე არ ჰყავს და მასთან ბრძოლის სურვილიც არავის აქვს.ვფიქრობ სტილისტურად ჩვენი დაპირისპირება საინტერესო იქნება. მოდი ვიჩხუბოთ 1 თებერვალს საუდის არაბეთში“- დაწერა სოციალურ ქსელში გურამმა.
შეგახსენებთ, რომ გურამ ქუთათელაძემ ბოლო ბრძოლა აგვისტოში ჯორდან ვუჩენიჩის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო.