ლონდონის „არსენალის“ მთავარ მწვრთნელს მიკელ არტეტას, გუნდის გაძლიერება ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელით დუშან ვლაჰოვიჩით სურს.
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ესპანელ სპეციალისტს ვლაჰოვიჩის გაფორმება ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე სურს. როგორც ირკვევა, „მეთოფეები“ მზად არიან სერბის სანაცვლოდ 115 მილიონი ევრო გადაიხადონ და მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს პერიოდში აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ დუშან ვლაჰოვიჩი ტურინულ კლუბს 2022 წლის იანვარში „ფიორენტინადან“ შეუერთდა, მას კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს. სერბმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.