მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, „ატალანტასთან“ მოგებული მატჩის (3:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა სპეციალისტმა შეხვედრა შეაფასა და კილიან მბაპეს ტრავმაზეც ისაუბრა.
„ძალიან დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა და მოხარულები ვართ გამარჯვებით, ვფიქრობ მოგებას ვიმსახურებდით. მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ, რაც ასე ძალიან გვჭირდებოდა.“
„მბამპეს ტრავმა? ვფიქრობ მისი დაზიანება სერიოზული არ უნდა იყოს, მან სპრინტის დროს ცოტა დისკომფორტი იგრძნო. ჩვენ კი არ გავრისკეთ და მისი შეცვლა გადავწყვიტეთ. კილიანს სამედიცინო დასკვნა მალე გახდება ცნობილი და უფრო მეტი დეტალი გვეცოდინება.“ - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში 6 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-18 ადგილზე იმყოფება.