სხვა

10:43 | 11.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

რას მკურნალობს მულტიფაქტორული NORDLYS-ის ლაზერული აპარატი?

კანის პრობლემების მქონე ადამიანები ხშირად ერიდებიან საზოგადოებასთან ურთიერთობას, კარგავენ თავდაჯერებულობას და ცხოვრობენ მუდმივ სტრესში. გამონაყარი, პიგმენტური ლაქები, კანის სიწითლე, გამოხატული სისხლძარღვოვანი ქსელები - ეს ის ფაქტორებია, რომელთან ერთადაც ადამიანებს ხშირად წლების განმავლობაში უწევთ თანაცხოვრება. რატომ და როდის ჩნდება ჩამოთვლილი სიმპტომები? რა არის პრობლემის გადაჭრის გზები? შევეცდებით ლაკონურად განვიხილოთ ყველაზე ხშირი მიზეზები და გაგაცნოთ აპარატურული მეთოდი Nordlys ლაზერი, რომელიც აქტიურად გამოიყენება ავერსის კლინიკის ექიმი - დერმატოლოგების კლინიკურ პრაქტიკაში.

რა არის მელაზმა?

მელაზმა კანის შეძენილი დაავადებაა, რომელიც ვლინდება ჰიპერპიგმენტაციური ლაქების გაჩენით სხეულის მზისგან დაუცველ ადგილებში. მელაზმას ასევე მოიხსენიებენ ქლოაზმის სახელწოდებით. სიმეტრიული მუქი და ღია მოყავისფრო ლაქები ზოგჯერ მონაცრისფრო-ლურჯი, რომლებსაც არ აქვთ მკაფიოდ გამოხატული საზღვრები და ქმნიან ბადისებრ შესახედავობას, ძირითადად გვხვდება შუბლის, ცხვირის, ლოყების, ზედა ტუჩისა და ნიკაპის არეში, აგრეთვე შეიძლება შეგვხვდეს ყელის, დეკოლტის და მხრების ზონაზე. ქლოაზმისთვის ჰიპერპიგმენტაციის გარდა სხვა გამოვლინებები არ არის დამახასიათებელი. მელაზმა ძირითადად გვხვდება კანის III და IV ფოტოტიპებში, 20-დან - 40 წლამდე ასაკის ქალბატონებში. იშვიათად გვხვდება მამაკაცებში.

რატომ ჩნდება მელაზმა და რა იწვევს მას?

გამომწვევი მიზეზები მულტიფაქტორულია. პირველი და უმთავრესი მიზეზი კი მზის სხივების ულტრაიისფერი გამოსხივებაა, რომელიც იწვევს ეპიდერმული მელანოციტების მიერ პიგმენტ მელანინის ჭარბ წარმოქმანს. ქალებში ქლოაზმას განვითარება პირდაპირ კავშირშია ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალურ ცვლილებებთან. იგი ხშირად ვითარდება ორსულობის დროს, რის გამოც მოიხსენიებენ, როგორც „ორსულთა ნიღაბს.“ აგრეთვე, მელაზმა ჩნდება ჩასახვის საწინააღდეგო აბების, ჰორმონალური თერაპიისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს, ასევე მნიშვენელოვანია გენეტიკური ფაქტორი.

მელაზმის დიაგნოსტირება

დიაგნოსტირება ხდება კვალიფიციური დერმატოლოგის მიერ ვიზუალური შეფასებით, დერმატოსკოპისა და ვუდის ნათურის გამოყენებით. იმისთვის, რომ თავი დავიცვათ მელაზმის განვითარებისგან, აუცილებელია ყოველდღიურობაში გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საცხები.

რა არის აკნე?

აკნე ეს არის კანის ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ ზონებში: სახის, გულმკერდის და ზურგის არეში, ე.გ წოდებული ღია და დახურული კომედონების, პაპულურ-პუსტულური (ჩირქოვანი), კვანძოვანი და კისტოზური გამონაყრის არსებობა. გამონაყარის ელემენტების და რაოდენობის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ აკნეს სიმძიმის ხარისხზე. აკნეს განვითარება თან ერთვის სქესობრივად მომწიფების პერიოდს, თუმცა გვხვდება ზრდასრულ ასაკშიც. შეიძლება ითქვას, რომ აკნეს განვითარება სხვადასხვა მიზეზების ურთიერთქმედების შედეგია. ორგანიზმში ანდროგენების კონცენტრაციის მატების გამო იზრდება ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ცხიმის გამოყოფა, რის შედეგადაც ხდება ცხიმოვანი ჯირკვლებისა და თმის ფოლიკულის არხების გარქოვანება და დაცობა, ეს კი არაჩვეულებრივი საცხოვრებელი გარემო ხდება Propionibacterium acnes-სთვის. აკნე ასევე შეიძლება განვითარდეს ენდოკინოლოგიური დაავდებების ფონზე. მაგალითად, საკვერცხის პოლიკისტოზის დროს, აგრეთვე კორტიკოსტეროიდების, ლითუმის, ანტიკონვულსატების და ბარბიტუარატების მიღების შედეგად. აკნეს დროული დიაგნოსტირება და მკურნალობის დაწყება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ პოსტაკნე, ლაქები და ნაწიბურები. მკურნალობასთან ერთად მნიშვნელოვანია კანის მოვლის რუტინა. უნდა გვახსოვდეს რომ დაუშვებელია გამონაყარი ელემენტების მექანიკური დაზიანება.

რა არის როზაცეა?

როზაცეა კანის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება გამწვავების და რემისიის პერიოდებით. ამ დროს სახის ცენტრალურ ნაწილში ჩნდება სიწითლე, რომელსაც თან ახლავს სიმხურვალის და წვის შეგრძნება, წვრილი, მოვარდისფრო, ხშირად ჩირქით სავსე, მაკულურ-პაპულური გამონაყარი, გამოხატულია მცირე სიხლძარღვები - ტელანგიექტაზია. ხშირად თან ერთვის თვალის გაღიზიანება, სახის კანი გამომშრალი და შეშუპებულია. შეიძლება განვითარდეს ქავილის შეგრძნება. იშვიათ შემთხვევებში როზაცეას სიმპტომები შეიძლება განვითარდეს ყელზე, გულ-მკერდზე, თავის კანსა და ყურებზე. როზაცეას გამომწვევი მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა ნეიროვასკულარული და იმუნური სისტემის დისრეგულაცია ძირითად რგოლს წარმოადგენს დაავადების განვითარებაში. როზაცეა ძირითადად ღია ფერის კანის მქონე ადამიანებში იჩენს თავს. უმეტესად ვითარდება 30 წლის შემდეგ. როზაცეა გვხვდება როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. როზაცეას გამწვავებას ხელს უწყობს ალკოჰოლი, მზის სხივები, ტემპერატურული ცვლილებები. რემისიის პერიოდის ხანგრძლივად შენარჩნუნებისთვის აუცილებელია კანის მოვლის რუტინა - SPF 30-50% კრემის გამოყენება.

რა არის ჰემანგიომა?

კაპილარული სისხლძარღვოვანი მალფორმაციები ხშირად მოხსენიებულია, როგორც ჰემანგიომა - სიხლძარღვების თანდაყოლილი ანომალური განვითარების შედეგი. შესამჩნევია ახალშობილის დაბადებისთანავე, გვხვდება სხეულის ყველა ზონაში. ახასიათებს ვარიაბელური ზომები. შესაძლოა იყოს წერტილისოდენა, ან მოიცვას მთლიანი კიდური. ხშირად იზრდებიანი ბავშვის ასაკის პროპორციულად. განასხვავებენ მარტივი ნევუსის და ღვინის ლაქების სახეებს. მარტივი ნევუსის შემთხვევაში კანის ზედაპირზე წარმოქმნილ ელემენტებს აქვთ მოვარდისფრო, მოწითალო ელფერი არამკვეთრად გამოხატული საზღვრებით, ძირითადად გვხვდება კისერზე, წარბებს შორის სივრცეში და ქუთუთოებზე. რაც შეეხება ღვინის ლაქებს, ამ დროს წარმოქმნილი ელემენტები მეწამული წითელი ფერისაა, აქვს მკვეთრად გამოხატული საზღვრები, ბრტყელი ფორმა. თავდაპირველად სადა ზედაპირის მქონეა, მოგვიანებით კი თან ერთვის წვრილი გამონაყარი. კაპილარული სისხლძარღვოვანი ელემენტები არ ასოცირდება რაიმე პათოლოგიასთნ, თუმცა საჭიროა მათი გამოკვლევა და დიფერენციალური დიაგნოზის გატარება სხვა დაავადებებთან.

რა არის NORDLYS?

NORDLYS მულტიფაქტორული ლაზერული აპარატია, რომელიც მიმართულია გააუმჯობესოს და გადაჭრას კანზე არსებული პრობლემები.

რას კურნავს NORDLYS ლაზერი?

  • აკნე და პოსტაკნე ლაქები;
  • როზაცეა;
  • მეალაზმა;
  • ასაკობრივი ლაქები;
  • ღვინის ლაქები;
  • ნაწიბურების კორექცია;
  • ვენური და კაპილარული ქსელების გაქრობა;
  • კანის გაახალგაზრდავება.

რა პრინციპით მუშაობს NORDLYS ლაზერი?

მულტიფაქტორული ლაზერული აპარატი განსხვავდება სხვა კოსმეტოლოგიური მოწყობილობებისაგნ ინტეგრირებული ორმაგი გამოსხივების ფილტრის სისტემით, ეს ტექნოლოგია ავერსის კლინიკის ქემ - დერმატოლოგებს საშუალებას აძლევს ინდივიდუალურად, პაციენტის საჭიროებისამებრ დაარეგულირონ ლაზერული ტალღის სიგრძე და პირდაპირ მიმართონ სხეულის დაზიანებული უბნისკენ. მას შემდეგ რაც სპეციალისტი აპარატზე დააყენებს პროცედურისთვის საჭირო პარამეტრებს, NORDLYS - ლაზერი ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს, ირჩევს ენერგიის ზემოქმედების ოპტიმალურ დონეს და იმპულსის ხანგრძლივობას, რაც იძლევა მაღალი ეფექტურობის, სწრაფი შედეგის, უსაფრთხების და კომფორტის გარანტიას.

NORDLYS ლაზერს აქვს განსხვავებული თავაკები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა მეთოდით.

რამდენი პროცედურაა სააჭირო სასურველი შედეგის მისაღებად?

პროცედურების რაოდენობა ინდივიდუალურია და ექიმ-დერმატოლოგთან კონსულტაციის შემდეგ განისაზღვრება მკურნალობის გემა.

რამდენ ხანს გრძელდება პროცედურა?

პროცედურა საშუალოდ ხუთი წუთიდან ერთ საათამდე შესაძლოა გაგრძელდეს, დამოკიდებულია დაზიანების ზონაზე.

რამდენად მტკივნეულია მკურნალობის პროცესი?

Nordlys ლაზერით მკურნალობა უმტკივნეულოა, პაციენტებს აქვთ სიმხურვალის შეგრძნება.

რა ხდება პროცედურს შემდეგ?

მკურნალობის შემდეგ კანზე ჩნდება მცირე სიწითლე, რომელიც გრძელდება 1-3 დღემდე.

კანი შესაძლებელია იყოს თბილი და შეშუპებული. პიგმენტური ლაქები პროცედურის შემდეგ უფრო მეტად გამუქდება. დაახლოებით 10 დღის შემდეგ კი იხილავთ სასურველ შედეგს.

®

0.116177