ფეხბურთი

11:00 | 11.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

მანჩესტერ „იუნაიტედმა“ მარკუს რაშფორდის გაყიდვა გადაწყვიტა

მანჩესტერ „იუნაიტედი“ მზად არის 27 წლის ინგლისელი თავდამსხმელი, მარკუს რაშფორდი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაყიდოს.

აღნიშნულ ინფორმაციას -ი ავრცელებს. წყაროს ცნობით კლუბმა ეს გადაწყვეტილება მარკუსის დიდი ხელფასის გამო მიიღო. ამასთან ერთად „წითელი ეშმაკების“ მესვეურებს, რაშფორდის ცხოვრების წესი არ მოსწონთ და ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი მის სათამაშო ფორმაზე დიდ გავლენას ახდენს.

შეგახსენებთ, რომ მარკუს რაშფორდი მანჩესტერ „იუნაიტედის“ აღზრდილია და კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. მისი სატრანსფერო ღირებულება ტრანსფერმარკეტის მიხედვით 60 მილიონი ევროა.

0.126461