ფეხბურთი

23:41 | 10.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგაზე მეექვსე ტურმა სტარტი ორი მატჩით აიღო, რომლებშიც სულ ერთი გოლი გავიდა.

ლიდერმა და ერთადერთმა უდანაკარგო გუნდმა, „ლივერპულმა“ ისევ მოიგო. არნე სლოტის გუნდმა სტუმრად „ჟირონა“ მოჰამედ სალაჰის ერთადერთი გოლით დაამარცხა, რომელმაც მეორე ტაიმის შუაში პენალტი ზუსტად შეასრულა. „ლივერპულს“ 18 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, შესაბამისად, მერვედფინალის საგზური უკვე ჯიბეში უდევს, პლეი-ოფის გარეშე. მომდევნო ტურში ინგლისური გრანდი 21 იანვარს, „ლილს“ უმასპინძლებს. „ჟირონას“ ექვს ტურში მხოლოდ 3 ქულა აქვს და გაუჭირდება პლეი-ოფში მოხვედრა, მომდევნო ტურში კი, „მილანს“ სტუმრად შეხვდება.

ზაგრებში, „დინამოს“ და გლაზგოს „სელტიკის“ მატჩი დაძაბული კი გამოდგა, მაგრამ არა სანახაობრივი - უგოლო ფრე (0:0). „სელტიკს“ ექვს ტურში 9 ქულა აქვს და წინ „იანგ ბოიზთან“ საშინაო მატჩი ელოდება, ხოლო „დინამო ზაგრების აქტივში 8 ქულაა და მომდევნო ტურში გასვლაზე „არსენალს“ შეხვდება.

0.121402