„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში ალექსანდრ ლაკაზეტთან კონკურენციაზე ისაუბრა, რის გამოც მას ხშირად ძირითად შემადგენლობაში თამაშის შესაძლებლობა არ ეძლევა.
„ყველას სურს, რომ ყოველთვის ითამაშოს, მაგრამ ვინ ითამაშებს, მწვრთნელის გადასაწყვეტია. ლაკაზეტი კლუბის ლეგენდაა, მე მომთმენი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ მთავარი გუნდია. ბოლო მატჩებში მე დუბლი შევასრულე, მან კი ჰეთ-თრიქი, ერთმანეთს მოტივაციას ვაძლევთ, ის ბოლომდე იხარჯება და მეც, ეს გუნდისთვის სასარგებლოა, გუნდისთვის კარგია, რომ ორი თავდამსხმელი ჰყავს, რომლებსაც გოლები გააქვთ. თავის მხრივ, მე მინდა, რომ კლუბის ისტორია გოლებით დავწერო და ტიტულები მოვიგო“, - აღნიშნა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი მიითვალა. გარდა ამისა, ევროპა ლიგაზე ოთხ თამაშში თავი ორჯერ გამოიჩინა.