ფეხბურთი

21:35 | 10.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრების ყოფილი ექიმი: "კვარაცხელიას გაუმართლა, რომ უფრო სერიოზული ტრავმა არ მიიღო"

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მუხლის ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ, 2025 წლის იანვრამდე ვერ ითამაშებს.

ნეაპოლურ რადიოსთან ტრავმის შესახებ იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ექიმმა, ენრიკო კასტელაჩიმ ისაუბრა:

„კვარაცხელიას გაუმართლა, რადგან პრობლემა შეიძლებოდა უფრო სერიოზული ყოფილიყო. ვფიქრობ, რომ კონტე ფეხბურთელს მინიმუმ 3-4 კვირით დაკარგავს. თუ დაზიანება პირველი ხარისხისაა, ამას სამი ან ოთხი კვირა სჭირდება, მაგრამ თუ დაზიანება არ არის და მხოლოდ მინიმალური დაჭიმვაა, მაშინ შეიძლება უფრო მალე გამოჯანმრთელდეს“, - თქვა კასტელაჩიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია სავარაუდოდ „ნაპოლის“ „უდინეზეს“, „ჯენოას“ და „ვენეციას“ წინააღმდეგ ვერ დაეხმარება, ხოლო 4 იანვარს, „ფიორენტინასთან“ მატჩისთვის შეიძლება მოედანზე დაბრუნდეს.

0.116109