დინამო თბილისი ავსტრიელ მთავარ მწვრთნელს ფერდინანდ ფელდჰოფერს დაემშვიდობა, მხარეებს შორის ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. ავსტრიელი სპეციალისტი კარიერას ბელგიაში, კერძოდ კი, სერკლ ბრიუგეში გააგრძელებს, რომელიც ბელგიის უმაღლეს დივიზიონში გამოდის.
დინამო თბილისი მადლობას უხდის ფერდინანდ ფელდჰოფერს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებ მას მომავალ საქმიანობაში.
დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კლუბის შიდა სისტემიდან რამდენიმე კანდიდატი განიხილება. აღნიშნული სიახლის შესახებ უახლოეს მომავალში გაცნობებთ.
შეგახსენებთ, რომ "დინამო თბილისმა" ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა, ხოლო საქართველოს თასის ფინალში "სპაერთან" დამარცხდა და ევროთასების საგზურიც ვერ მოიპოვა.