შვეიცარიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ვალონ ბეჰრამიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, თუ კლუბი გადაწყვეტს, რომ კვარა იანვარში უნდა გაყიდოს, ანტონიო კონტე არ გაბრაზდება:
„გასულ სეზონშიც კვარა სერია A-ს საუკეთესო სამ ფეხბურთელს შორის იყო. ახლა, მეტოქის მცველები მის წინააღმდეგ ზომებს იღებენ, სივრცეებს უზღუდავენ. არ მგონია, რომ კონტრაქტის მდგომარეობა მის თამაშზე გავლენას ახდენდეს, უბრალოდ, იტალიაში მცველები შესაბამის ზომებს იღებენ. ჩემი აზრით, იანვარში კონტეს თუ ეტყვიან, რომ კვარას ყიდიან, ის ბრაზისგან არ გაგიჟდება, თუნდაც კონტრაქტის სიტუაციიდან გამომდინარე“, - თქვა ბეჰრამიმ.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ჩატარებულ 15 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო სამჯერ საგოლე პასი მიითვალა.