საქართველოს ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის შემაჯამებელი დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა და წლის საუკეთესოები გამოვლინდნენ.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი „იბერიას“ თავდამსხმელი გიორგი კოხრეიძე გახდა. ასევე, საუკეთესოები დასახელდნენ პოზიციების მიხედვითაც. ყველა ნომინაციის გამარჯვებულები:
ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - გიორგი კოხრეიძე (იბერია)
სეზონის საუკეთესო გოლი - თორნიკე მორჩილაძე (თელავი)
ეროვნული ლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრები:
მეკარე: დავით კერესელიძე (დილა)
მცველები: ცოტნე კაპანაძე (იბერია), ნიკა სანდოხაძე (ტორპედო), გიორგი ჯგერენაია (იბერია), ლაშა შერგელაშვილი (ტორპედო)
ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (იბერია), ბაქარ ქარდავა (იბერია)
თავდამსხმელები: ტაირელ ვაუტერი (დილა), გიორგი კოხრეიძე (იბერია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი), ბიორნ იონსენი (ტორპედო)
სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - ლევან კორღალიძე (იბერია)
სეზონის საუკეთესო ბომბარდირი - ბიორნ იონსენი (ტორპედო, 23 გოლი)
სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი - ბიორნ იონსენი (ტორპედო)
სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი - ოთარ მამაგეიშვილი (იბერია)
სეზონის საუკეთესო მცველი - გიორგი ჯგერენაია (იბერია)
სეზონის საუკეთესო მეკარე - დავით კერესელიძე (დილა)
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონი „იბერია“ გახდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. კონფერენს ლიგაზე გავიდნენ „ტორპედო“, „დილა“ და „სპაერი“, რომელიც ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარია, მაგრამ საქართველოს თასი მოიგო.
ეროვნული ლიგიდან ეროვნულ ლიგა 2-ში გავარდა „სამტრედია“, სამაგიეროდ, აღზევდა „გარეჯი“. პლეი-აუტში „სიონი“ – „გაგრას“ და „თელავი“ – „რუსთავს“ შეხვდება.