66 კგ-მდე UFC-ის ჩემპიონის ტიტულის ამჟამინდელმა მფლობელმა, ქართველ-ესპანელმა ილია თოფურიამ განაცხადა, რომ მომავალ ბრძოლაში მაყურებელთა შორის სურს „ინტერ მაიამის“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი ნახოს.
„მინდა, ჩემი შემდეგი ბრძოლა მაიამიში იყოს. და ის, ვის მოწვევასაც პირადად ვაპირებ, რადგან იქ ცხოვრობს, არის მესი. ასე რომ... რაში მაინტერესებს კრიშტიანუ (რონალდუ) სანამ მესი არსებობს“, - განაცხადა თოფურიამ COPE-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ აბუ დაბიში UFC 308-ის ტურნირზე ბოლო ბრძოლაში თოფურიამ მესამე რაუნდში დაამარცხა ამერიკელი მაქს ჰოლოვეი და პირველი ტიტული დაიცვა.