ფეხბურთი

14:28 | 10.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი 2025-წლამდე ვერ ითამაშებს

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებს.

გიორგიმ „რაიო ვალეკანოსთან“ შეხვედრაში მარჯვენა ფეხზე ბარძაყის კუნთის დაზიანება მიიღო. მან ის მატჩი ბოლომდე ჩაამთავრა, მაგრამ სამაგიეროდ, უახლოესი შეხვედრების გამოტოვება მოუწევს.

ესპანური მედიის ცნობით, მამარდაშვილი დაახლოებით 3 კვირა ვერ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოედანზე 2025 წელს დაბრუნდება. ქართველს „ვალიადოლიდთან“, „ესპანიოლსა“ და „ალავესთან“ მატჩები გაუცდება, ხოლო 2 იანვარს, „რეალის“ წინააღმდეგ შეიძლება დაბრუნდეს, თუმცა, ეს ჯერ გარკვეული არაა.

მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა, „ვალენსია“ კი, უმძიმეს ვითარებაშია და 10 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.

0.108912