ფეხბურთი

13:42 | 10.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ ის ფეხბურთელი დაასახელა, რომელმაც კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად გააბრაზა

მაიამის „ინტერის“ ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტად გააბრაზა კარიერაში.

„ბევრი შეტაკება გვქონდა სერხიო რამოსთან, რამდენჯერ ვიჩხუბე... რამოსი არის ის ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტად გამაბრაზა. დიახ, თანაგუნდელები ვიყავით, მაგრამ ადრე ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით ერთმანეთს ელ კლასიკოში. ეს იყო დაძაბული მატჩები“, - ციტირებს მესის სიტყვებს Give me Sport.

მესიმ და რამოსმა მოგვინებით ერთად ორი სეზონი ითამაშეს ფრანგულ პსჟ-ში.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი მაიამის „ინტერში“ 2023 წლის ზაფხულში გადავიდა ფრანგული პსჟ-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით. მისი კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის დეკემბრის ბოლომდეა ძალაში. სერხიო რამოსი ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით აგრძელებს ყოფნას „სევილიის“ დატოვების შემდეგ.

0.112703