ფეხბურთი

12:50 | 10.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილი გახდა, ვინ შეიძლება „ლივერპულში“ მოჰამედ სალაჰი შეცვალოს

„ლივერპულმა“ შესაძლოა „იუვენტუსის“ 19 წლის თურქი გარემარბი კენან ილდიზი 32 წლის მოჰამედ სალაჰის ნაცვლად შეიძინოს - გვამცნობს Caught Offside.

„იუვენტუსს“ სურს, რომ ფეხბურთელი გუნდში დარჩეს, მაგრამ მზადაა გაყიდოს ის 80 მილიონ ევროდ, შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ ემზადება მოჰამედ სალაჰის შესაძლო წასვლისთვის და ეძებს კანდიდატებს მის ადგილზე.

ილდიზით ასევე დაინტერესებულნი არიან „არსენალი,“ „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „ასტონ ვილა“ და დორტმუნდის „ბორუსია.“

შეგახსენებთ, რომ ილდიზი „სალერნას“ აღზრდილია და „ბაიერნის“ ახალგაზრდულ გუნდშიც თამაშობდა. 2022 წლის ივლისში გარემარბი „იუვენტუსში“ გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა კლუბისა და ქვეყნის ნაკრებში 25 მატჩში 5 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.104766