ფეხბურთი

12:16 | 10.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ 38 წლის მანუელ ნოიერის მომავალი გადაწყვიტა

„ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა.

Kicker-ის ცნობით, 38 წლის მეკარე ახალ ხელშეკრულებას 2026 წლამდე გააფორმებს. აღსანიშნავია, რომ მხარეები მხოლოდ მცირე დეტალებზე უნდა შეთანხმდნენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ნოიერი გერმანიის თასის მერვედფინალში ლევერკუზენის „ბაიერთან“ მატჩში (0:1) მიღებული ნეკნის მოტეხილობის გამო წლის ბოლომდე არ ითამაშებს.

ნოიერი „ბაიერნში“ 2011 წლიდან ირჯება. ამ პერიოდში მან ყველა ტურნირზე 540 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 256-ში კარის დაცვა „მშრალად“ მოახერხა. ფეხბურთელის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.115456