მიუნხენის „ბაიერნს“ მანუელ ნოიერი გამოაკლდა. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ დაადასტურა.
ნოიერს ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება და მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებს.
„ის, ალბათ, წელს ვეღარ ითამაშებს, მას იანვარში ველოდებით“, - აღნიშნა ბელგიელმა სპეციალისტმა.
აქვე გეტყვით, რომ 38 წლის მეკარემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 მატჩი ჩაატარა. მანუელ ნოიერს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.