ფეხბურთი

18:48 | 9.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის მე-4 წრის საუკეთესოები, სიმბოლური ნაკრები და სეზონის ტოპ 10 გოლი

საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე წრე შეაჯამეს და საუკეთესოები გამოვლინდნენ.

მეოთხე წრის საუკეთესო ფეხბურთელად „გაგრას“ ნახევარმცველი გიორგი ხარებაშვილი გახდა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად „იბერიას“ თავკაცი ლევან კორღალიძე აღიარეს.

მე-4 წრის სიმბოლური ნაკრები ასეთია:

მეკარე: კერესელიძე (დილა)

მცველები: კაპანაძე (იბერია), აგიაკვა (იბერია), ბანდეირა (დილა), ახალაძე (კოლხეთი)

ნახევარმცველები: ბალბურდია (დინამო ბათუმი), ქარდავა (იბერია), ხარებაშვილი (გაგრა), პირესი (ტორპედო)

თავდამსხმელები: ვაუტერი (დილა), კუტალია (სამგურალი)

ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის 10 საუკეთესო გოლი ცნობილია, საიდანაც საუკეთესო გამოკითხვით გამოვლინდება.

10 დეკემბერს, ეროვნული ლიგის წლის შემაჯამებელი დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება, სადაც სეზონის საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში დასახელდებიან.

0.118522