ფეხბურთი

18:16 | 9.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" კრისტიან პულიშიჩი ერთი თვით გამოაკლდა

„მილანის“ ნახევარმცველი კრისტიან პულიშიჩი მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებს. ამერიკელმა ფეხბურთელმა ტრავმა ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩში მიიღო.

როგორც გაირკვა, კრისტიანი „მილანს“ „ცრვენა ზვეზდასთან“, „ვერონასთან“, „ჯენოასა“ და „რომასთან“ მატჩებში ვერ დაეხმარება.

მოედანზე მისი დაბრუნების ზუსტი დრო უცნობია, მაგრამ მიზანია, რომ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალისთვის მზად იყოს მზად, რომელშიც „მილანი“ 3 იანვარს „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება, თუმცა ეს ჯერჯერობით, საეჭვოა.

მიმდინარე სეზონში პულიშიჩმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.

0.113796