ფეხბურთი

15:30 | 9.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

რიკარდო მონტოლივო: "არ ვფიქრობ, რომ კვარაცხელია ევროპის ტოპ ფეხბურთელებშია"

იტალიის ნაკრების, „ფიორენტინას“ და „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რიკარდო მონტოლივომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„ლაციოსთან“ მატჩის (0:1) შემდეგ იტალიელმა აღნიშნა, რომ კვარა ევროპის ტოპ ფეხბურთელთა შორის არ არის და ძალიან მოუკლო.

„პირველ სეზონში ყველა გააოცა, რადგან თითქმის არავინ იცნობდა. მის წინააღმდეგ მეურვეობა და ტაქტიკური მომზადება არ იყო ისეთი მკაცრი, როგორც ახლა. არ ვფიქრობ, რომ ის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. პირველივე სეზონში ჰქონდა ჩავარდნა, თუნდაც გოლების და საგოლე პასების მხრივ“, - თქვა მონტოლივომ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ჩატარებულ 15 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო სამჯერ საგოლე პასი მიითვალა.

0.112974